ჰოლივუდი


ჰოლივუდი

ჰოლივუდი (ინგლ. Hollywood) — ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნია, აშშ), რომელიც დაუნტაუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი სახელგანთქმულობისა და კულტურული იდენტურობის გამო კინო სტუდიებთან და ვარსკვლავებთან, სიტყვა „ჰოლივუდი“ ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეისობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები (როგორიცაა სამონტაჟო, ეფექტების, პოსტ-წარმოების, და განათების კომპანიები) ჰოლივუდში რჩება.
ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას. იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი.
იმისდა მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დაადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია.


10 ფაქტი ჰოლივუდის შესახებ
1. HOLLYWOOD-ის ნიშანი შეიქმნა 1923 წელს, მაგრამ მაშინ ის არ ასოცირდებოდა კინო ან სატელევიზიო ინდუსტრიასთან. თავიდან  ეს იყო რეკლამა ლოს ანჯელესის ახალი საცხოვრებელი უბნებისა , და წარწერა იყო შედარებით გრძელი : HOLLYWOODLAND.  რეკლამის ეს ბანერი დაახლოებით წელიწადნახევარი უნდა მდგარიყო, მაგრამ  ვინაიდან კინოინდუსტრიამ ჰოლივუდში ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს მისი დატოვება.
პეგ ენტუისი
2.1932 წლის 16 სექტემბერს HOLLYWOOD-ის  “N” ასოდან გადმოხტა ბრიტანელი მსახიობი პეგ ენტუისი. თვითმკვლელობის მიზეზი გახდა მსახიობის  წარუმატებელი მცდელობები, მიეღწია აღიარებას ჰოლივუდში.
3. მეორე მსოფლიო ომის დროს ოსკარის დაჯილდოებისთვის ქანდაკებებს გიფსისგან ამზადებდნენ.
ჰიუ ჰეფნერი
4.დროთა განმავლობაში, ასოებმა HOLLYWOOD-დან დაიწყეს ცვენა. აღდგენისთვის საჭირო თანხა ასოების აუქციონზე მოგროვდა, რომელიც 1978 წელს ჟურნალ “ფლეიბოის” დამაარსებელმა ჰიუ ჰეფნერმა მოაწყო.  აუქციონი გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა ელის კუპერმა თავის თავზე აიღო ასო «O» რესტავრაციის ყველა ხარჯები, ხოლო ასოების «L» და «W» რესტავრაცია ჯინ ოტრიმ და პოლ უილიამსმა დააფინანსეს.
5.1960 წლის 9 თებერვალს “დიდების ხეივანზე” პირველი ვარსკვლავი ჩადგეს. ის ეკუთვნის ცნობილ მსახიობს ჯოან ვუდვარდს. დღეისათვის ცნობილი ტროტუარი  2456 ვარსკვლავს ითვლის. ბოლო ვარსკვლავი სულ რაგაც რამდენიმე დღის წინ, 2012 წლის 5 იანვარს, ჯგუფ  Boyz II Men გაუხსნეს .
დიდების ხეივნის არსებობის განმავლობაში მოიპარეს 4 ვარსკვლავი (კირკ დუგლასის, ჯეიმს სტიუარტის, ჯინ ოტრისა და გრეგორი პეკის). ვარსკვლავები იხსნება არამარტო ადამიანების, არამედ მულტიპლიკაციურ გმირების (მიკი მაუსი), შენობების, კომპანიების,  გმირების საპატივცემულოდ. ასევე არსებობენ უწარწერო ვარსკვლავებიც.
ისეთმა მსახიობებმა, როგორიც ჯულია რობერტსი და კლინტ ისტვუდია, უარი განაცხადეს თავიანთი  ვარსკვლავის ჩადგმაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავის ჩადგმა უშუალოდ  კანდიდატის თანხმობით ხდება.
6. თითოეული ვარსკვლავის ზედაპირზე, ზედა მხარეს ამოტვიფრულია ლაურეატის სახელი და გვარი, ხოლო ვარსკვლავის ქვედა ნაწილში არის სპილენძის მრგვალი ემბლემა, რომელიც მიუთითებს თუ რომელ ინდუსტრიაში შეიტანა წვლილი ლაურეატმა.
7. ჯინ ოტრი ხელოვნების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ხუთივე ემბლემა დაიმსახურა.
8.2001 წლის ნოემბერში, ჰოლივუდის ცენტში გაიხსნა Kodak-ის კინოთეატრი (Kodak Theatre), რომელიც 3000-ზე მეტ ადამიანს იტევს. ეს თეატრი გახდა “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების მუდმივ ადგილად. თუმცა ცოტა ხნის წინ ამერიკულმა კინოაკადემიამ გამოაცხდა, რომ 2014 წლის “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალი შესაძლოა Kodak-ის კინოთეატრიდან სხვა ადგილას გადაიტანონ.
9. ჰოლივუდში ფილმებს აჩვენებენ ყველგან: ბილბორდებზე, პლაკატებზე, დიდ ეკრანებზე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს- სასაფლაოებზეც.)  აქვე არსებობს ვარსკვლავთა პანთეონიც  Hollywood Forever Cemetery.  2001 წლიდან, ზაფხულის კონოფორუმ «Cinespia» ფარგლებში, ვარსკვლავთა პანთეონში აჩვენებენ ახალ ფილმებს. ფილმების დემონსტრაცია მიმდინარეობს ჰოლივუდის ლეგენდა- რუდოლფ ვალენტინოს მავზოლეუმის კედლებზე.
10. და ბოლოს, ყველას გაუგონია გამოთქმა ჰოლივუდური ღიმილი, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი ისტორია.  ტერმინი ეკუთვნის 30-იან წლებში მოღვაწე ფრანგ სტომატოლოგ ჩარლზ პინკუსს. იმისათვის,რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეკრანებიდან თავი  მოეწონებინათ სწორი, თეთრი კბილებით, სტომატოლოგმა გამოიგონა ტექნოლოგია სახელად Hollywood Laminates — კერამიკული ფილები, რომლებიც კბილებზე სპეციალური წებოვანი ფხვნილით ეკვროდნენ. Hollywood Laminates -მა პინკურს არნახული პოპულარობა მოუტანა ვარსკვლავებს შორის და სახელიც ვარსკვავური დაერქვა – “ვარსკვლავების სტომატოლოგი”. პინკურის კლიენტებს შორის იყვნენ: ჯუდი გარლენდი, შირლი ტემპლი, ელისაბედ ტეილორი, ფრედ ასტერი და სხვა.


ჰოლივუდის 13 "წყევლა"
ის 13 ფაქტი, რომელსაც “ჰოლივუდის 13 წყევლა” უწოდეს, მართლაც უშუალოდ ასოცირდება ჰოლივუდთან. სიტყვა “წყევლა” იმის აღსანიშნავად გამოიყენენება, რომ ყველა ამ ფაქტს მოჰყვა მთელი რიგი უბედურებებისა.
27 წლისების კლუბი
ამ წარმოსახვით კლუბში ყველა ის ცნობილი როკ მუსიკოსია გაერთიანებული, რომელიც 27 წლის ასაკში დაიღუპა. ამ შემთხვევაში სიტყვა “წყევლა” სწორედ ამ უცნაური მოვლენის ასახსნელად გამოიყენეს. მართლაც, ძალიან ბევრი როკის ლეგენდარული მუსიკოსი სწორედ 27 წლის ასაკში დაიღუპა. ასეთი მუსიკოსების რიგში პირველი The Rolling Stones-ის წევრი ბრაიან ჯონსი იყო, რომელიც 1969 წელს დაიღუპა. მას მოჰყვა ჯიმი ჰენდრიქსი იმავე წელს და მალევე ჯენის ჯოპლინი. ამ მოვლენამ ჯაჭვური რეაქციის სახე მიიღო.
27 წლისების კლუბში 40–მდე როკ მუსიკოსია გაერთიანებული, მათ შორის ჯიმ მორისონი და კურტ კობეინი.
სუპერმენის როლი
სუპერმენის როლი ჰოლივუდისთვის მართლაც წყევლა აღმოჩნდა. პირველი, ვინც პლანეტაზე ყველაზე ძლიერი კაცის როლი შეასრულა ჯორჯ რივსი იყო. იგი 1959 წელს საკუთარი ქორწილიდან რამდენიმე დღით ადრე, 45 წლის ასაკში დაიღუპა.
ქრისტოფერ რივი
შემდეგი გმირი ქრისტოფერ რივი იყო, რომელიც 1995 წელს ცხენიდან გადმოვარდა და ცხოვრების ბოლომდე ინვალიდად დარჩა. იგი 2004 წელს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. “სუპერმენის წყევლამ” არც ლი ქუიგლი დაინდო, რომელიც 1991 წელს, 12 წლის ასაკში დაიღუპა. მას ეპიზოდური როლი ჰქონდა, სადაც სუპერმენის ბავშვობა ითამაშა.
ბრიუს ლი
1973 წელს, როდესაც ბრიუს ლი მეგობრებთან ერთად იყო, თავის ტკივილი მოიმიზეზა, წამლები მიიღო და დასაძინებლად წავიდა, თუმცა აღარ გაუღვიძია. მიუხედავად ამ ვერსიისა, ბრიუს ლის სიკვდილი მაინც ბევრ შეკითხვებს სვამს, განსხვავებით მისი ვაჟის ბრენდონ ლის შემთხვევისგან, რომელიც 1993 წელს გადაღებების დროს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, იგი 18 წლის იყო. ეს ორი ფაქტი ზოგმა წყევლას მიაწერა.
ბილი ბობ თორნტონი
ბილი ბობ თორნტონი ჰოლივუდის მსახიობი და მუსიკოსია. მისი “წყევლა” იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრი მსახიობი ვისთან ერთადაც მან სხვადასხვა ფილმებში ითამაშა, ნაადრევად გარდაიცვალა.
ბილი ბობ თორნტონი
პირველი ასეთი მსახიობი იყო ჯეიმს ტომას უოლში, რომელიც 1998 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, 54 წლის ასაკში. 2 წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა 50 წლის ჯიმ ვარნი. 2003 წელს გარდაიცვალა მუსიკოსი უორენ ზევონი, რომელთანაც თორნტონს მუსიკა აკავშირებდა, 4 დღის შემდეგ კი მსახიობი ჯონ რიტერი. 5 წლის შემდეგ “წყევლამ” ისევ გაახსენა ყველას თავი. 2008 წლის იანვარში გარდაიცვალა ჰიტ ლეჯერი, აგვისტოში ბერნი მაკი. ბოლო, ვინც “ბილი ბობ თორნტონის წყევლამ” იმსხვერპლა პატრიკ სუეიზი იყო, 2009 წელს.
ჯონ ლენონი და რიცხვი 9
აღსანიშნავია, რომ ჯონ ლენონის ცხოვრებაში ხშირად ფიგურირებდა რიცხვი 9. 1940 წლის 9 ოქტომბერს ჯონ ლენონი დაიბადა. 1966 წლის 9 ნოემბერს გაიცნო იოკო ონო. 9 წლის შემდეგ, 9 ოქტომბერს, ჯონის დაბადების დღეზე მათ შვილი ეყოლათ. 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს, 9 წლის შემდეგ რაც იგი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მისი სიკვდილი ოფიციალურად გადმოსცეს 11:07-ზე (1+1+7=9). თავად ჯონ ლენონი ამბობდა, რომ 9 მისთვის ბედნიერი რიცხვი იყო. ამ დამთხვევებს ხშირად გაურკვეველ მისტიკურ კანონზომიერებას უკავშირებენ.
სცენარი ფილმისა სახელად “Atuk”
ამ ფილმის სცენარი ერთ მსუქან ესკიმოსზე გვიყვება, რომელიც ოცნებობს ნიუ-იორკში ჩასვლაზე. უცნაური აქ ის არის, რომ სცენარი სცენარადვე დარჩა, რადგან ყველა მსახიობს, რომელმაც მასზე მუშაობა დააპირა, დიდი უბედურება დაატყდა თავს. პირველი ვისაც ესკიმოსის როლზე ამზადებდნენ, მსახიობი ჯონ ბელუში იყო. იგი ჯერ კიდევ როლისთვის მზადების პერიოდში ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა 1990 წელს. ორი წლის შემდეგ სცენარი კომიკოს სემ კინისონს გადაეცა. ცოტა ხნის შემდეგ ეს უკანასკნელი ავტოავარიაში დაიღუპა. შემდეგი იყო ჯონ კენდი, რომელიც სცენარის კითხვის პერიოდში გარდაიცვალა გულის შეტევით. მოგვიანებით სცენარი კრის ფარლის გადაულოცეს, რომელიც ჯონ ბელუშის მსგავსად ნარკოტიკმა იმსხვერპლა. უკანასკნელი მსახიობი, რომელიც Atuk-ის სცენარზე მუშაობდა, იყო ფილ ჰარტმენი, იგი საკუთარმა ცოლმა მოკლა. ამის შემდეგ “დაწყევლილი” სცენარის ხელში აღების სურვილი აღარავის გასჩენია.
Playboy-ს სახეები
ნიშანდობლივია, რომ მრავალმა მოდელმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩნდებოდნენ ჟურნალ Playboy-ის გარეკანზე, სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. პირველი, ვინც Playboy-ს სახედ იქცა, ცნობილი მსახიობი და მოდელი მერლინ მონრო იყო, რომელიც 1962 წელს უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. იგი 36 წლისა იყო. მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზად შამპანურისა და საძილე საშუალებების ჭარბი დოზით მიღებას ასახელებენ. შემდეგი იყო ჯეინ მენსფილდი. იგი 1967 წელს, 34 წლის ასაკში დაიღუპა ავტოავარიის დროს. ამბოდნენ, რომ ავტოავარიისას მან თავი დაკარგა. არსებობს აგრეთვე ვარაუდი, რომ იგი სატანის წარმომადგენლებმა დაწყევლეს. მესამე მსხვერპლი იყო დოროთი სტრატენი. იგი 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ჟურნალ Playboy-ის გარეკანზე. სტრატენი საკუთარმა ქმარმა მოკლა 20 წლის ასაკში, 1980 წელს.
ანა ნიკოლ სმიტი
უკანასკნელი რგოლი ამ ჯაჭვში გახდა ანა ნიკოლ სმიტი. Playboy-ის გარეკანზე იგი 90–იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა. 2007 წელს, 39 წლის ასაკში იგი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.
Led Zeppelin-ის ბოლო წლები
ცნობილია, რომ Led Zeppelin-ის გიტარისტი ჯიმი პეიჯი შავი მაგიით იყო გატაცებული და ინგლისელი ოკულტისტის ალესტერ ქროულის იდეებსაც იზიარებდა. მან ქროულის სახლიც კი შეიძინა. ამის შემდეგ ჯგუფის ცხორებაში ზედიზედ რამდენიმე ცუდი რამ მოხდა. გიტარისტმა ჯონ პოლ ჯონსმა თითი მოიტეხა და ჯგუფი იძულებული გახდა საკონცერტო ტური გადაედო. ამას რობერტ პლანტის 5 წლის ვაჟის გარდაცვალება მოჰყვა. 1980 წელს კი ჯონ ბონჰემი გარდაიცვალა. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში Led Zeppelin დაიშალა. ამ საუბედურო ფაქტებს ხშირად უკავშირებენ ჯიმი პეიჯის განსაკუთრებულ შენაძენს. თუმცა, პეიჯმა უარყო ეს აზრი, რადგნაც “ალესტერ ქროულის სახლის წყევლას” მასზე არასოდეს უმოქმედია.
ჯეიმს დინის მანქანა
ჯეიმს დინი ჰოლივუდის მსახიობი იყო. მიუხედავად თითებზე ჩამოსათვლელი ჰოლივუდური როლებისა, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ლეგენდას. ჯეიმს დინი 24 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 1954 წელს, მისი სიკვდილიდან 1 წლით ადრე მან მანქანა (პორშე) შეიძინა, რომლის მეტსახელი იყო “პატარა ნაბიჭვარი”. 1955 წლის 23 სექტემბერს დინმა საკუთარი მანქანა მეგობარს ალეკ გინესს უჩვენა. გინესმა მას უთხრა, რომ მანქანას ცუდი აურა ჰქონდა და გააფრთხილა, თუ მასში ჩაჯდები, ერთ კვირაში ცოცხალი აღარ იქნებიო.
ჯეიმს დინი
30 სექტემბერს, ერთი კვირის შემდეგ ჯეიმს დინი ავტოავარიაში დაიღუპა. სწორედ აქედან დაიწყო უბედურებათა კასკადი. დამტვრეული მანქანა ჯორჯ ბარისმა შეიძინა, რომელმაც ფეხი მოიტეხა მისი ტრანსპორტირების დროს. ცოტა ხანში ბარისმა მანქანის ნაწილები ტროი მაკჰენერისა და უილიამ იქსკრიდს მიჰყიდა. რის შემდეგაც ორივე მათგანი ავტოავარიაში დაიღუპა. ბარისმა კიდევ ერთი ნაწილი მიჰყიდა სხვას, რომელიც ასევე ავტოავარიაში დაიღუპა და როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი სწორედ იმ ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომელიც მსხვერპლს ბარისმა მიჰყიდა. მოგვიანებით მანქანის ბორბლის მოპარვა სცადეს. ქურდმა ამ მცდელობისას ხელი დაკარგა. საბოლოოდ ჯორჯ ბარისმა მანქანა გაასხვისა როგორც ექსპონატი. ცოტა ხანში ადგილზე, სადაც მანქანა ინახებოდა ხანძარი გაჩნდა. ყველაფერი განადგურდა, თუმცა მანქანა უვნებელი გადარჩა. ჯეიმს დინის მანქანის უკანასკნელი მსხვერპლი ტრაილერის მძღოლი იყო, რომელიც მისი ტრანსპორტირების დროს ავტოავარიაში დაიღუპა. 1960 წელს მანქანა ჯორჯ ბარისს დაუბრუნდა, რის შემდეგაც იგი უკვალოდ გაქრა და თვალით აღარავის უნახავს.
ფილმი “ეშმაკის განმდევნელი”
საშინელებათა ფილმი “ეშმაკის განმდევნელი” (The Exorcist) 1973 წელს გამოვიდა. იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმად აღიარეს. ამასთან, ფილმმა 70-იანი წლებისთვის უჩვეულო კომერციული წარმატება მოუტანა მის შემქმნელებს. მისი შემოსავალი ინფლაციის გათვალისწინებით 800 მილიონს აჭარბებს, რაც არც ისე ბევრით ჩამოუვარდება “ტიტანიკის” შემოსავალს (თუ მას ინფლაციის მიხედვით გამოვითვლით). ფილმი “ეშმაკის განმდევნელი” 12 წლის გოგონაზეა, რომლის სხეულშიც დემონი ჩასახლდება. გოგონას შველა კი ეგზორცისტს (სასულიერო პირს), ანუ ეშმაკის განმდევნელს შეუძლია.
ფილმთან დაკავშირებული უბედურებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ მისი გადაღება დასრულდებოდა. ოპერატორის ერთ-ერთი ასისტენტის მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. ასევე დაიღუპა 54 წლის მსახიობი ჯეკ მაკგოურანი ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე. აღსანიშნავია, რომ მისი გმირი ფილმშიც იღუპება. ფილმის პირველ ნაწილს მთლიანობაში 9 ადამიანი “ემსხვერპლა”. 12 წლის რიგანის როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლინდა ბლერმა კი ხერხემალი დაიზიანა ცხენზე ჯდომისას.  გარდა ამისა, ცნობილია, რომ სახლი, სადაც გადაღებები მიმდინარეობა ხანძარმა გაანადგურა. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მესამე ნაწილმა კიდევ უფრო მეტი “უბედურება დაატრიალა”. სერიულმა მკვლელმა ჯეფრი დამერმა, რომელმაც 17 ადამიანი მოკლა, თქვა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფილმმა “ეშმაკის განმდევნელი 3″ (The Exorcist III). შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს ფილმი რომ არა, სერიული მკვლელობები არ მოხდებოდა (ასევე შესაძლებელია, რომ ჯონ ლენონი დღეს ცოცხალი ყოფილიყო, მის მკვლელს მარკ ჩეპმენს რომანი “თამაში ჭვავის ყანაში” (The Catcher in the Rye) რომ არ წაეიკითხა). ხშირად ამბობენ, რომ ფილმი თავიდანვე დაწყევლილი იყო, რადგან არსებობს თემები, რომლებიც მეტისმეტად რელიგიურია და მათი საშინელებათა ფილმში გამოყენება არც ისე კარგი აზრია.
რომან პოლანსკი და “როზმარის ჩვილი”
საშინელებათა ფილმი “როზმარის ჩვილი” (Rosemary’s Baby) ის შემთხვევაა, როცა “წყევლა” მთლიანად რეჟისორმა იწვნია საკუთარ თავზე. 1967 წლის ბესტსელერი “როზმარის ჩვილი” ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელიც სატანისგან დაორსულდება და მისი პირმშო ანტიქრისტეა. ამბობენ, რომ როცა რომან პოლანსკიმ მისი წაკითხვის შემდეგ ფილმის გადაღება გადაწყვიტა, კავშირი დაამყარა სატანისტურ ეკლესიასთან (თავად პოლანსკიმ ეს ჭორი სასაცილოდ მიიჩნია). “როზმარის ჩვილი” 1968 წელს გამოვიდა და დიდი აღიარება მოუტანა პოლანსკის. იგი საშინელებათა კლასიკადაა აღიარებული.
რომან პოლანსკი
თუმცა, განსხვავებით 1968 წლისგან, მომდევნო წელი ლეგენდარული რეჟისორისთვის უბედურების წელი გამოდგა. 1969 წლის 8 აგვისტოს რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე საკუთარ სახლში ოთხ მეგობართან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელს ისინი სასტიკად დაესახიჩრებინა. ამ ტრაგედიას ბევრმა “რომან პოლანსკის წყევლა” უწოდა და პირდაპირ დაუკავშირა “როზმარის ჩვილის” შექმნას.
“პოლტერგეისტი”
“პოლტერგეისტი” (Poltergeist) – კიდევ ერთი საშინელებათა კლასიკა, რომლის შექმნასაც ბევრი უბედურება დაემთხვა. ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოჩნდა და იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა 22 წლის მსახიობი დომინიკ დანი, იგი საკუთარმა შეყვარებულმა მოკლა. ფილმის მეორე ნაწილის გადაღებას მოჰყვა მსახიობ ჯულიან ბეკის გარდაცვალება, რომელსაც ერთი წლის შემდეგ უილ სემპსონიც მოჰყვა. თუმცა, ტრაგედიები ამით არ დასრულებულა. 1988 წლის თებერვალში (“პოლტერგეისტი 3″ 1988 წლის ივნისში გამოვიდა) დაიღუპა 12 წლის მსახიობი ჰეზერ ო რურკი, რომელიც ფილმის სამივე ნაწილში ღებულობს მონაწილეობას.
გარდა ამ ტრაგედიებისა, აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. მსახიობ ჯო ბეთ უილიამსის მტკიცებით, “პოლტერგეისტის” გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ საკუთარ ოთახში მან შენიშნა, რომ სურათები კედელზე ცერად იყო ჩამოკიდებული.
“მუქი რაინდი”
უკანასკნელი “ჰოლივუდური წყევლა” ცნობილ ფილმს “მუქ რაინდს” (The Dark Knight) უკავშირდება, რადგან მის გადაღებებს უამრავი საუბედურო ფაქტი დაემთხვა. გადაღებებს ერთ-ერთი დუბლიორი ემსხვერპლა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ცოტა ხანში მორგან ფრიმანი ავტოავარიაში მოყვა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. უსიამოვნება არც მთავარ გმირს ასცდენია. კრისტიან ბეილი პოლიციამ დაკითხა, როგორც საკუთარ დედაზე და დებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. თუმცა, მთავარი უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მოხდა, ჰიტ ლეჯერის სიკვდილი იყო. ჰიტ ლეჯერი 2008 წლის 22 იანვარს საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭარბი რაოდენობით ჰქონდა მიღებული ფსიქოტროპული წამლები.
ჰიტ ლეჯერი
ამბობენ, რომ “მუქი რაინდის” გადაღებებისას ჰიტ ლეჯერი როლში იმდენად შეიჭრა, რომ ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და სხვადასხვა წამლების მიღებაც სწორედ ამიტომ დასჭირდა.
სულ ეს იყო ის 13 ფაქტი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც წყევლას. აქ სიტყვა “წყევლა” ალბათ ზედმეტია, თუმცა, ჰოლივუდის ისტორიაში ეს ფაქტები ყოველთვის მიიქცევს ყურადღებას.



ჰოლივუდის ყველა დროის 10 საუკეთესო ფილმი



2 comments:

  1. ჰიტ ლეჯერს გადარჩენის შანსი არ ქონია თუ ეგ წყევლა მართალი იყო, ბილი ბობ ჰორნტონის და მუქი რაინდის წყევლაში მოუწია, არადა როგორ მიყვარდა ეგ მსახიობი....

    ReplyDelete
  2. თორნტონის :)

    ReplyDelete