კინოს გენიოსები

ფედერიკო ფელინი(1920-1993)
"არ არსებობს დასარული და დასაწყისი, არსებობს მხოლოდ ცხოვრების დაუსრულებელი ჟინი"

ფელინიმ გადაღების საუკთარი სტილი შექმნა, მისი ფილმები იყო რეალიზმისა და სურეალიზმის ზღვარზე. ახასიათებდა აბსტრაქტული ხედვა და განსაკუთრებული იუმორი. ფელინი Entertainment Weekly-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო რეჟისორთა სიაში შეიყვანა. ფედერიკოს ოთხი ფილმი: "გზა", "ამარკორდი", "კაბირიას ღამეები" და "რვანახევარი" ოსკარზე იყვნენ ნომინირებულები, როგორც საუკეთესო უცხოურენოვანი ნამუშევარი. ოთხივე ფილმმა ეს ჯილდო აიღო.
რეჟისორის მუზა იყო მისივე მეუღლე, შეუდარებელი ჯულიეტა მაზინა, რომელმაც ფელინის ფილმებში განუმეორებელი სახეები შექმნა.







მიქელანჯელო ანტონიონი (1912–2007)
"მე კინოს თეორიტიკოსი არ ვარ. თუ მკითხავთ რეჟისორობა რას ნიშნავს მე ვერაფერს გიპასუხებთ. უყურეთ ჩემს ფილმებს და პასუხს თვითონვე მიხვდებით"

გენიალური იტალიელი რეჟისორი, რომელიც ავტორია ისეთი შედევრების, როგორებიცაა: Blowup, L'avventura, La notte, Al di là delle nuvole. რეჟისორის ფავორიტი მსახიობები იყვნენ მონიკა ვიტი და მარჩელო მასტროიანი. 1995 წელს ანტონიონის გადაეცა ოსკარი მთელი მისი შემოქმედების საპატივცემულოდ.
2007 წელს რეჟისორი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალაქ რომში.
მისი უკანასკნელი ნამუშევარი ვიხილეთ 2004 წელს, ფილმში "ეროსი" (ანტონიონი ფილმის ერთ-ერთი სეგმენტის რეჟისორი იყო)






რობერტო როსელინი(1906–1977)
"მე მინდა გადავიღო არა ლამაზი, არამედ გამოსადეგი ფილმები."
"უბრალოდ რეალობას ფილმში ავსახავ, სულ ესაა."

უამრავი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, რომლის ფილმებიც საკმაოდ მძიმეა და ხშირია ომის თემატიკაც. როსელინი ნეო-რეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისმა ფილმებმა კვლავ შეახსენა მსოფლიოს იტალიური კინოს ნამდვილი სახე.
როსელინის ეკუთვნის ფილმი სტრამბოლი, ასევე ომზე შექმნილი ტრილოგია, ევროპა 51 და სხვა მრავალი.
რობერტო როსელინის მეუღლე იყო მსახიობი ინგრიდ ბერგმანი, რომელმაც მთავარი როლი განასახიერა სტრამბოლში. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი მეგობრობდა იტალიური კინოს გენიოსებთან ფელინისთან, დე სიკასთან და ვისკონტისთან.







ბერნარდო ბერტოლუჩი (1940- )
"კუროსავას ფილმებმა და ფელინის "ტკბილმა ცხოვრებამ" მიბიძგეს რეჟისორობისკენ"

ბერტოლუჩის ფილმები განსაკუთრებულად ლამაზი ვიზუალური ეფექტებით, ეროტიული სცენებითა და ხელოვნებისადმი დიდი პატივისცემით გამოირჩევა. მოღვაწეობა სამოციანი წლებიდან დაიწყო და მოასწრო შეექმნა ისეთი შედევრები, როგორებიცაა " უკანასკნელი ტანგო პარიზში" , " უკანასკნელი იმპერატორი", "ალყა", "ერთხელ ველურ დასავლეთში", "კონფრომისტი"," მეოცნებენი", "მოპარული სილამაზე" და სხვა მრავალი.
ბერნარდო ბერტოლუჩი მეგობრობდა პიერ პაოლო პაზოლინისთან.
გენიალური რეჟისორის მუზა ლივ ტაილერია.








პიერ პაოლო პაზოლინი(1922–1975)
"მე ვარ ურწმუნო, რომელსაც რწმენა ენატრება"

პიერ პაოლო პაზოლინიმ სიცოცხლეშივე მოიპოვა დიდება და გახდა კინოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორი. პაზოლინის ფილმებში ხშირად ვხვდებით კლასიკური მუსიკის ფონს, ასევე დამახასიათებელია არაპროფესიონალი მსახიობების თამაშიც.
19 წლის ასაკში რეჟისორი წერდა ნოველებს, ასევე ქმნიდა სცენარებს.
პაზოლინის ფილმმა "სალო-სოდომის 120 დღე" შოკში ჩააგდო მაყურებელი. კინომანებისთვის არანაკლებ დასამახსოვრებელია რეჟისორის შემდეგი შედევრები: "თეორემა", "დიკამერონი" , "დედა რომა" და სხვა მრავალი. პაზოლინის ფავორიტი მსახიობები იყვნენ ფრანკო ჩიტტი და ნინეტო დავოლი.



წყარო

No comments:

Post a Comment